საქართველოს დასავლეთ რეგიონებში, სადაც თბილი და ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატური პირობებია, სუბტროპიკული მეხილეობა ფართოდაა განვითარებული. აქ სამრეწველო ფართობების გაშენება სუბტროპიკული კულტურებით- ციტრუსი, ხურმა, ფეიხოა, კივი, გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს.
მეციტრუსეობის განვითარებისათვის საუკეთესო კლიმატური პირობებია აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. ციტრუსის ბაღები 5-6 ათას ჰექტარს მოიცავს. წარმოებული ციტრუსის უდიდესი ნაწილი - 80 % აჭარის რეგიონზე მოდის, სადაც ციტრუსს 20 000 - მდე მცირე და საშუალო ზომის ფერმერი აწარმოებს.
ციტრუსოვანთა ბაღების საშუალო წლიური მოსავლიანობა 50 000 ტონას შეადგენს. მოსავლის 90 % მანდარინია, 5 % ფორთოხალია, 4,5 % ლიმონი და 0,5 % გრეიფრუტი.
კომპანია „აგროექსპორტის“ ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მდებარეობა ბათუმის პორტიდან 5 კილომეტრში, აძლევს მას უპირატესობას, ხილის ექსპორტი განახორციელოს საზღვაო ტრანსპორტის/ საბორნე გემების გამოყენებით და უმოკლეს ვადებში მიაწოდოს უკრაინას, რუსეთს და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს.