კომპანია „აგროექსპორტი“ 2010 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ დაფასოებულ ჩაის: „ელიტა“ და „ბათუმი“.
დაფასოებისათვის გამოიყენება კომპანიის მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის შავი და მწვანე ჩაი. აჭარის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაკრეფილი 1-2 ფოთლიანი ჩაის დუყების გადამუშავება ხდება კლასიკური ტექნოლოგიით-ბუნებრივი ღნობა, გრეხა, ფერმენტაცია, შრობა 80-85 გრადუს c-ზე.
სულ ასორტიმენტშია 10 დასახელების ჩაი, მათ შორის , 8 დასახელების ჩაის დაფასოება ხდება ერთჯერადი გამოყენების პაკეტებში, ხოლო 2 დასახელების - 100 გრ. კოლოფების სახით.
ერთჯერადი მოხმარების ჩაის დაფასოება ხდება კოტონის ქსოვილში, რომელსაც „ქართული ხინკლის“ ფორმა აქვს. თითოეულ ჩაის კოლოფში მოთავსებულია 9 ცალი ხინკალი.
ჩაი ერთჯერად პაკეტებში იწარმოება სხვადასხვა მშრალი ხილის, მცენარეული და არომატული დანამატებით.
ხინკლის ფორმით დაფასოებული ერთჯერადი ჩაის ასორტიმენტი:
შავი ჩაი „ელიტა“, 30 გრ.
მწვანე ჩაი „ბათუმი“, 30 გრ.
შავი ჩაი „ელიტა“ ხილის. (მაყვალი, მოცვი, ასკილი), 35 გრ
შავი ჩაი „ელიტა“ ხილის. (ჟოლო, შავი ყურძენი, ფორთოხალი + მანდარინი), 35 გრ.
შავი ჩაი არომატული დანამატებით (ვარდის, ზაფრანის, ციტრუსის ყვავილები, 35 გრ)
მწვანე ჩაი ხილის დანამატებით (ლიმონი, კივი, ფეიხოა), 35 გრ.
მცენარეული ჩაი (ცაცხვი, გვირილა, პიტნა), 35 გრ.
მოცვის ჩაი (მოცვის ფოთოლი, მოცვის ნაყოფი), 35 გრ
100 გრ. დაფასოების ჩაი:
შავი ჩაი „ელიტა“, 100 გრ
მწვანე ჩაი „ბათუმი“, 100 გრ