შპს „აგროექსპორტი“ ყოველწლიურად ახორციელებს ციტრუსისა და სხვა ხილის გადამუშავებასა და ექსპორტს. აქედან 80 % მოდის მანდარინზე (CITRUS UNSHIU, ე.წ. საცუმა- ადვილად ფცქვნადი, თხელკანიანი და უთესლო ჯიში) და 20 % მოდის მეიერის ჯიშის ლიმონზე, ხურმაზე, კივზე, ფეიხოაზე და სხვა ქართულ ხილზე.
რაც შეეხება წარმადობას, საწარმო 1 საათში 8 ტონა ხილს გადაამუშავებს, შესაბამისად, შესაძლებელია დღე-ღამეში 160-200 ტონა ხილის დახარისხება, გასანთვლა, შეფუთვა და გაცივება.
ხილი იფუთება სხვადასხვა ზომისა და ტევადობის პლასტმასის 8-15 კილოგრამიან ყუთებში.