ჩვენი ჩაი

კომპანია „აგროექსპორტი“ 2010 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ დაფასოებულ ჩაის - „ელიტა“ და „ბათუმი“. სულ ასორტიმენტშია 10 დასახელების ჩაი, მათ შორის, რვა დასახელების დაფასოება ხდება ერთჯერადი გამოყენების პაკეტების, ხოლო ორი დასახელების - 100 გრ. კოლოფების სახით.
ჩაის ერთჯერადი მოხმარების კოტონის ქსოვილში დაფასოება ხდება ხელით. ჩაის პაკეტს აქვს „ქართული ხინკლის“ ფორმა. ამ დასახელებისთვის გამოიყენება კომპანიის მიერვე წარმოებული მაღალი ხარისხის, ფოთლოვანი, შავი და მწვანე ჩაი.
აჭარის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაკრეფილი 1-2 ფოთლიანი ჩაის დუყების გადამუშავება ხდება კლასიკური ტექნოლოგიით - ბუნებრივი ღნობა, გრეხა, ფერმენტაცია, შრობა 80-85 o C-ზე. თითოეულ ჩაის კოლოფში მოთავსებულია 9 ცალი ერთჯერადი გამოყენების პაკეტი.

ხინკლის ფორმით დაფასოებული ერთჯერადი ჩაის ასორტიმენტი:

შავი ჩაი „ელიტა“, 30 გრ.
მწვანე ჩაი „ბათუმი“, 30 გრ.
შავი ჩაი „ელიტა“ ხილის. (მაყვალი, მოცვი, ასკილი), 35 გრ
შავი ჩაი „ელიტა“ ხილის. (ჟოლო, შავი ყურძენი, ფორთოხალი + მანდარინი), 35 გრ.
შავი ჩაი არომატული დანამატებით (ვარდის, ზაფრანის, ციტრუსის ყვავილები, 35 გრ)
მწვანე ჩაი ხილის დანამატებით (ლიმონი, კივი, ფეიხოა), 35 გრ.
მცენარეული ჩაი (ცაცხვი, გვირილა, პიტნა), 35 გრ.
მოცვის ჩაი (მოცვის ფოთოლი, მოცვის ნაყოფი), 35 გრ

100 გრ. დაფასოების ჩაი :

შავი ჩაი „ელიტა“, 100 გრ
მწვანე ჩაი „ბათუმი“, 100 გრ