რეგიონის შესახებ

საქართველოს რიგ რეგიონებში, სადაც თბილი და ზომიერად ტენიანი კლიმატური პირობებია, მეციტრუსეობა ფართოდაა განვითარებული. აქ, სამრეწველო დანიშნულების ფართობების გაშენება ციტრუსოვანი კულტურებით გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს.
საქართველოში ციტრუსის ნარგაობათა 90% დასავლეთ საქართველოში - აჭარაში, გურიასა და სამეგრელოშია გაშენებული, აქ მეციტრუსეობის განვითარებისათვის საუკეთესო კლიმატური პირობებია. ქვეყნის მასშტაბით, ციტრუსის ბაღები 7-8 ათას ჰექტარს მოიცავს. საქართველოში წარმოებული ციტრუსის უდიდესი ნაწილი აჭარის რეგიონზე მოდის, სადაც ციტრუსს 23 000-მდე მცირე და საშუალო ზომის მეურნე აწარმოებს. ციტრუსოვანთა ბაღების მთლიანი ფართობიდან მიღებული საშუალო მოსავალი კი 85 000-მდე ტონას შეადგენს. მოსავლის 90% მანდარინის, 4.6 % - ფორთოხლის, 4.3 % - ლიმონის, ხოლო 0.03% გრეიფრუტის ნარგაობებიდან მიიღება.