ამ ეტაპზე შპს აგროექსპორტი უკვე 1500 ტონა ციტრუსს ამუშავებს. აქედან 95% მოდის მანდარინზე (Citrus unshiu ე.წ საცუმა - ადვილად ფცქვნადი, თხელკანიანი და უთესლო ჯიში) და 5 % - მეიერის ჯიშის ლიმონზე.
რაც შეეხება წარმადობას, საწარმო ერთ საათში 8 ტონა პროდუქტს ამზადებს, შესაბამისად, შესაძლებელია დღე-ღამეში 160-200 ტონა პროდუქციის სორტირება, გასანთვლა, შეფუთვა და გაცივება. ციტრუსი იფუთება პლასტმასის 8-13 კგ-იან ყუთებში. ციტრუსის ხაზით, შპს აგროექსპორტის წლიური ბრუნვა 1 500 000 ლარია; მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს წლიური ბრუნვის 30 % -იან ზრდას.