აგროექსპორტი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ხილს, ექსპერტთა ცოდნას და სწრაფ მომსახურებას. კომპანია 2002 წელს დაფუძნდა ქ. ბათუმში. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დამახარისხებელი ხაზებითა და 100 ტონიანი წარმადობის მქონე 2 მაცივრით. კომპანიაში ფუნქციონირებს 240 კვ.მ. კონსოლიდაციის ცენტრი ციტრუსის შესაგროვებლად. 2015 წელს, USAID/REAP-ის ფინანსური დახმარებით, შესყიდულ იქნა თერმო პლასტავტომატი, რომლის გამოყენებითაც 2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო საკუთარი შესაფუთი ტარის, კერძოდ პლასტმასის ყუთების წარმოება. დღეისათვის, აგროექსპორტის საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: - ციტრუსისა და სუბტროპიკული ხილის გადამუშავება და რეალიზაცია - შავი და მწვანე ბაიხის ჩაის წარმოება და რეალიზაცია