ხარისხიანი პროდუქტი, სწრაფი მომსახურება და მისაღები ფასი

აგროექსპორტი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ხილს, ექსპერტთა ცოდნას და სწრაფ მომსახურებას. კომპანია 2002 წელს დაფუძნდა ქ. ბათუმში. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დამახარისხებელი ხაზებითა და 100 ტონიანი წარმადობის მქონე 2 მაცივრით. კომპანიაში ფუნქციონირებს 240 კვ.მ. კონსოლიდაციის ცენტრი ციტრუსის შესაგროვებლად. 2015 წელს, USAID/REAP-ის ფინანსური დახმარებით, შესყიდულ იქნა თერმო პლასტავტომატი, რომლის გამოყენებითაც 2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო საკუთარი შესაფუთი ტარის, კერძოდ პლასტმასის ყუთების წარმოება. დღეისათვის, აგროექსპორტის საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება:
- ციტრუსისა და სუბტროპიკული ხილის გადამუშავება და რეალიზაცია
- შავი და მწვანე ბაიხის ჩაის წარმოება და რეალიზაცია

გაგრძლება